ბავშვები

„თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს…“ – ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მშობლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ თუკი ბავშვს ტემპერატურა ექნება, სკოლაში არ გაუშვან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.

ამირან გამყრელიძე ასევე მოქალაქეებს ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საჭირო აცრები ჩაიტარონ.

„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“, – დასძინა გამყრელიძემ.

მსგავსი მასალები