სამართალი

თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა

თურქეთში, რიზეს პროვინციის ქალაქ არდეშენში, ზღვამ ქართველი ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემა “მილიეთის” თანახმად, ინციდენტი 5 აგვისტოს ღამით მოხდა. საქართველოს 26 წლის მოქალაქე, რომელიც, როგორც გამოცემა წერს, რიზეში ჩაის საკრეფად იყო წასული, ზღვის სანაპიროზე სეირნობდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და ზღვაში ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სანაპირო დაცვა იყო ჩართული, თუმცა სამუშაოებს ხელს უშლიდა ცუდი ხილვადობა.

ცხედარი ზღვამ დილის საათებში გამორიყა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა. უწყების ცნობით, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და ექსპერტიზა უტარდება .

“საკონსულოს ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართალდამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება”, – აცხადებს უწყება.

მსგავსი მასალები