TOP სამართალი

უბედური შემთხვევა თბილისში – მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადავარდა.

კაცი, რომელიც ადგილზე დაიღუპა, 53 წლის იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი მასალები