მსოფლიო

უფასო ბიბლიოთეკა 110 წლის ხეში

ამერიკის შტატ აიდაჰოში, ქალმა 110 წლის ხეში პატარა უფასო ბიბლიოთეკა გახსნა.

შარალი ჰორვარდმა, რომელიც ბიბლიოთეკარია, გადაწყვიტა რომ მის სახლთან მდგომი 110 წლის ხე მცირე ბიბლიოთეკად ექცია, ისე რომ ხე არ დაზიანებულიყო.

ქალმა ეს არასამთავრობო ორგანიზაციის “პატარა უფასო ბიბლიოთეკის” პროექტის ფარგლებში გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე 75 000 ბიბლიოთეკის გახსნა შეძლო მსოფლიოს 88 ქვეყანაში.

მსგავსი მასალები