მსოფლიო

უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმისას მისი 3 წლის შვილი დაიღუპა

კიევის საოლქო საბჭოს წევრის, დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლევის ავტომობილს ქალაქის ცენტრში ცეცხლი გაუხსნეს,  მანქანაში მჯდომი სამი წლის ბავშვი დაიღუპა, სობოლოვი კი გადარჩა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უცნობია ვინ ესროლა მანქანას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა ავტომობილის მფლობელისა და მსხვერპლის ვინაობას არ ასახელებს.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სობოლოვს ტერორიზმის დაფინანსებას ედავებოდნენ.

წყარო: ajaratv.ge

მსგავსი მასალები