TOP

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.

სხდომას ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა. სასამართლო დახურულ პროცესში გაიმართა. ინფიორმაციას “ეხო კავკაზა” ქართველი ექიმის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. დანაშაული, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ედავება ფულად ჯარიმას, 2 წლით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილი პაციენტების გადარჩენას ცდილობდა.

მსგავსი მასალები