პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი: შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი დანიშვნა რომელიმე მინისტრის პოსტზე

ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, მინისტრად ვერ იმუშავებს, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიერ სამთავრობო უწყებებში მაღალი თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წელს პრემიერ-მინისტრად გახდომა მისი სურვილი არ ყოფილა და ამის წინააღმდეგი იყო.

“მე როცა გავხდი პრემიერ-მინისტრი 2012 წელს, ეს არ ყოფილა ჩემი პირადი სურვილი. შეიკრიბნენ ჩემი მეგობრები, მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი, დათო ტყეშელაშვილი, დავით ბაქრაძე და მათ გადაწყვიტეს, რომ წინასაარჩევნოდ, რადგან მე მქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, კარგი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დაყენება. მე წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა პარტიული თუ მეგობრული ინტერესებიდან გამომდინარე დავთანხმდი”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა “მთავარის” ეთერში.

მისი თქმით, ბევრად მოსწონდა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში პოლიციის რეფორმას ატარებდა, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და კონკრეტულ ადამიანებთან ერთად, კონკრეტულ საქმეებს აკეთებდა.

მსგავსი მასალები