მსოფლიო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი: დასავლეთში სერიოზულად არ აფასებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ომის საფრთხის შესახებ განცხადება გააკეთა.

„რა მოხდება თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას დატოვებს. თუკი რაკეტები ევროპაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ, უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეზე უპირატესობა მოვიპოვოთ, ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ბალანსი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებით, დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა გლობალური ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს

2018 წლის 4 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, ცივი ომის დროს გაფორმებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს . აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ხელშეკრულების მოთხოვნებს არ დაიცავს, ამერიკა 60 დღის ვადაში შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეწყვეტს.

წყარო: Primetime.ge

მსგავსი მასალები