საზოგადოება

ვლადიმერ პუტინმა “იეჰოვას მოწმეების” საქმიანობის აკრძალვა გააპროტესტა

იეჰოვას მოწმეებიც ქრისტიანები არიან. რისთვის დევნით მათ, ვერ ვხვდები“, – განაცხადა პუტინმა.

გასული წლის აპრილში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “იეჰოვას მოწმეები” ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა.   გადაწყვეტილებაში წერია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციის 395 განყოფილების დახურვის ბრძანება.

„იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაცია 1931 წელს აშშ-ში „ბიბლიის მკვლევარების“ განხეთქილების შედეგად წარმოიქმნა. 2012 წლის მონაცემებით რუსეთში ორგანიზაციას 168 683 წევრი ჰყავს.

მსგავსი მასალები