პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: არცა შიოლა ყოფალა… დღეიდან ნაციონალიც ვარ…

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია  სოციალურ ქსელში „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს.

ხოფერიას თქმით, დღეიდან ის ნაციონალი ხდება.

“ვააა… არ ყოფილა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი. არც გირგვლიანი მოუკლავთ. არც კასტილიანს “უმუშავია”. არც ბუტა და გიო დაუხვრეტიათ. არც 26 მაისი გამოგვივლია, არც 7 ნოემბერი. არც ბადრი მოუკლავთ და არ ც ზურა. არც გორი გაუჟუჟავთ უტვინობით და არც კოდორი ჩაუბარებიათ არსენალიანად. არც ციხის რეჟიმი ყოფილა. არც ბიზნესების ტერორი. არც ფარული კადრები გადაუღიათ… ჰო…. არცა შიოლა ყოფალა…
თქვენი ფუფალა!

უკაცრავად, დამავიწყდა, რომ დღეიდან ნაციონალიც ვარ.

მოკლედ, თქვენი ნაციონალი ხათუნა ხოფერია!

აი, ასე!

P.S.
ვინც აწი თქვენ ხმა მოგცეთ ან ნაცების ხარჯზე ქულების დაწერის უფლება, იმის “დედაც ვატირე”!, – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.

მსგავსი მასალები