ბავშვები

YouTube-მა პედოფილიისგან დასაცავად ბავშვების ვიდეოებს კომენტარები გაუთიშა

პლანეტის უდიდესმა ვიდეოჰოსტინგმა YouTube, იმ ატვირთულ ვიდეოთა უმრავლესობას, რომლებშიც პატარა ბავშვები ჩანან, კომენტარის დაწერის ფუნქცია გაუთიშა.

პოპულარულ ვებგვერდზე ვიდეოებზე კომენტარის დაწერის საშუალებას მხოლოდ მცირე რაოდენობის არხი მიიღებს, რომელთა მფლობელებიც მკაცრ მოდერაციას გაივლიან და შეათანხმებენ კომენტარის კონტექსტს YouTube-ის ადმინისტრაციასთან.

გადაწყვეტილების მიზეზი თებერვლის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, არსებობს ე.წ. პლატფორმა „პედოფილების ქსელი“, რომლებიც ბავშვების ვიდეოების ქვეშ კომენტარებს წერენ. ალგორითმი საშუალებას აძლევდა პედოფილებს, მარტივად ეპოვათ ვიდეოები.

მსგავსი მასალები