მოგზაურობა მსოფლიო

2018 წლის ზამთრის საუკეთესო კურორტები გამოვლენილია

გამოცემამ European Best Ski Resorts ევროპის 2018 წლის საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტების სია გამოაქვეყნა. აღნიშნული რეიტინგი მსოფლიოს მოგზაურთა მიმოხილვას ეფუძნება. ვიზიტორები ზამთრის იმ კურორტებს აფასებენ, სადაც საუკეთესო სათხილამურო ტრასებია, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის.

პირველ ადგილზე კურორტი ვალ-ტორანსია, რომელიც 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რის გამოც რეგიონში ყველაზე მაღალმთიანია. კურორტზე 1000-მდე სათხილამურო ტრასაა.

 

ევროპის 2018 წლის საუკეთესო ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების სიის ტოპ-ათეული ასეთია:

10 ადგილი: Contamines Montjoie – საფრანგეთი

9 ადგილი: Crans Montana – შვეიცარია

8ადგილი: Valloire – საფრანგეთი

7 ადგილი: La Plagne – საფრანგეთი

6 ადგილი: Saalbach Hinterglemm – ავსტრია

5 ადგილი: Avoriaz საფრანგეთი

4 ადგილი: Montgenevre – საფრანგეთი

3 ადგილი : Livigno – იტალია

2 ადგილი : Alp d’Huez – საფრანგეთი

1 ადგილი: Val Thorens საფრანგეთი

 

მსგავსი მასალები