მსოფლიო

ზვავის ჩამოწოლის ვიდეოკადრები სტიქიური მოვლენის ადგილიდან

Avalanche of snow crashing in Ten Mile Canyon near I-70 outside Copper Mountain in Colorado this afternoon. .. sound up

Posted by Mable Stewart on კვირა, 03 მარტი, 2019

აშშ-ის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად არავინ დაშავებულა. იხილეთ თვითმხილველის კადრები სტიქიური მოვლენის ადგილიდან.

თოვლის დიდი მასა გადაეფარა მთელ შოსეს და სრულად დაბლოკა მოძრაობა.
სტიქიური უბედურება კოლორადოს შტატ ფრისკოში მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ წვება ზვავი გორიდან და გზაზე მიმავალ მანქანებს ფარავს. ვიდეოს ავტორი და მისი მგზავრი ნელი სვლით მიდიან უკან, თუმცა თოვლის ტალღას მაინც ვერ ასწრებს.

როგორც ტელეარხი FOX იუწყება, ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ერთი მანქანა არ ჩარჩენილა თოვლში. გზის გაწმენდას დაახლოებით სამი საათი დაჭირდა, რის შემდეგაც შოსეზე მოძრაობა აღდგა.

მსგავსი მასალები